უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ბოროდიანკაში, შენობის ნანგრევებში 26 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

22:40, 07.04.2022

უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ორი შენობის ნანგრევებში 26 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ გაავრცელა.

მას არ დაუკონკრეტებია, დაადგინეს თუ არა სამართალდამცავებმა მოქალაქეთა სიკვდილის მიზეზი.

ქალაქი ბოროდიანკა ბუჩადან 23 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქი რუსმა სამხედროებმა რამდენჯერმე დაბომბეს.

მსგავსი