შარლ მიშელი – ისტორია არასდროს დაივიწყებს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდა.
ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ბოროდიანკაში. ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს შარლ მიშელი.
In Borodyanka.
Like Bucha and too many other towns in #Ukraine
History will not forget the war crimes that have been committed here.
There can be no peace without justice. @ZelenskyyUa pic.twitter.com/9as6Qk4lGe
— Charles Michel (@CharlesMichel) April 20, 2022