შარლ მიშელი - ისტორია არასდროს დაივიწყებს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდა.
ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ბოროდიანკაში. ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს შარლ მიშელი.