„პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების მცველი დანი ალვეში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის აღდგენას ვერ მოასწრებს, – იტყობინება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრესსამსახური.
ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის ფინალში „ლე-ერბიეს“ წინააღმდეგ მუხლის მყესები დაიზიანა.
ბრაზილიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიის, კოსტა რიკისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.