ყველაზე ხანდაზმული ბრაზილიელი მუნდიალზე - დანი ალვეში შემადგენლობაში 39 წლის გამოჩნდა #1TVSPORT
ყველაზე ხანდაზმული ბრაზილიელი მუნდიალზე - დანი ალვეში შემადგენლობაში 39 წლის გამოჩნდა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში (კამერუნთან) მოედანზე დანი ალვეში გამოჩნდა, რომელიც ამ დროისთვის 39 წლის, 6 თვისა და 27 დღისაა – ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში მუნდიალზე უთამაშია.

დანი ალვეში ბრაზილიის ნაკრებში უკვე 16 წელია თამაშობს. პირველად გუნდის ფორმა 2006 წლის 10 ოქტომბერს მოირგო – მას შემდეგ გამოცდილმა მცველმა 124 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ალვეშმა ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა და კონფედერაციის თასი, ერთხელ კი ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.