ბენზემამ კრიშტიანო რონალდო თავის ოცნების გუნდში არ შეიყვანა #1TVSPORT
ბენზემამ კრიშტიანო რონალდო თავის ოცნების გუნდში არ შეიყვანა #1TVSPORT

ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ თავისი ოცნების გუნდი შეადგინა.

11 ფეხბურთელს შორის შვიდი „რეალის“ ყოფილი მოთამაშეა, აქედან ერთ-ერთი თავად ბენზემაა. ამასთან, ფრანგმა ოცნების გუნდში არ შეიყვანა მადრიდულ კლუბში თავისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდო.

მეკარე – მანუელ ნოიერი;

მცველები – მარსელო, სერხიო რამოსი, პეპე, დანი ალვეში;

ნახევარმცველები – კლოდ მაკელელე, პოლ პოგბა, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო;

ფორვარდები – ქარიმ ბენზემა, რონალდო.