ანდრეს ინიესტამ კარიერაში 38-ე ტიტული მოიპოვა - ის მხოლოდ მესისა და დანი ალვეშს ჩამორჩება #1TVSPORT
ანდრეს ინიესტამ კარიერაში 38-ე ტიტული მოიპოვა - ის მხოლოდ მესისა და დანი ალვეშს ჩამორჩება #1TVSPORT

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრე ინიესტამ კარიერაში 38-ე გუნდური ტიტული მოიგო.

39 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელზეც გამოსახულია მის მიერ მოპოვებული ყველა ტიტული კლუბებთან და ნაკრებთან ერთად.

ინიესტამ 38-ე ტიტული იმის წყალობით მოიპოვა, რომ მისი ყოფილი კლუბი „ვისელ კობე“ იაპონიის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონში ესპანელმა „ემირეიტში“ გადასვლამდე იაპონური გუნდის რიგებში ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო, შესაბამისად, სამართლიანად მიიჩნევა იაპონიის ჩემპიონად.

ინიესტა დამაჯერებლად იკავებს მესამე ადგილს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელების სიაში. პირველ ადგილზეა ლიონელ მესი 44 ტიტულით, მეორეზე – დანი ალვეში 43 ტიტულით.