ანდრეი კანჩელსკისი - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ყველა მოგება ნაყიდი იყო, არსებობს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისგან #1TVSPORT
ანდრეი კანჩელსკისი - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ყველა მოგება ნაყიდი იყო, არსებობს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისგან #1TVSPORT

ყოფილმა რუსმა ფებურთელმა ანდრეი კანჩელკისმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ყველა მოგება იყიდა.

იმ ტურნირზე, რომლის მასპინძელი რუსეთი იყო, სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა ჯგუფში მოუგო საუდის არაბეთსა (5:0) და ეგვიპტეს (3:1), მერვედფინალში კი პენალტების სერიაში აჯობა ესპანეთს.

 

– არ მიგაჩნიათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის შემდეგ საჭირო იყო რიტორიკის შეცვლა და ჩერჩესოვისთვის მხარდაჭერა?

– რა დამსახურებითვის უნდა დამეჭირა მხარი? იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა და ყველაფერი იყიდეს? ყველა თამაში ნაყიდი იყო. თქვენ რა, ამის შესახებ არაფერი იცით?

ჩვენ საშინაო მსოფლიო ჩემპიონატს ვთამაშობდით. ისევე, როგორც კორეა და იაპონია, როცა იტალიელები მოკლეს. ასე რომ, გეყოფათ. ჩერჩესოვის მუშაობის შედეგი იყო ევროპის ჩემპიონატი. ეს არის მთავარი მაჩვენებელი. ძლივს მოვუგეთ ფინელებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ყურებით მიგვათრევდნენ. თან ვისთან ვითამაშეთ? ურუგვაისთან, რომელმაც იოლად მოგვიგო. ესპანელებთან, რომლებიც გაუგებრად თამაშობდნენ. ეს ძალიან უცნაური მატჩი იყო. დამიჯერეთ, დროთა განმავლობაში ყველაფერს ფარდა აეხდება.

– მიგაჩნიათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე ასეთი რამ შესაძლებელია?

– თქვენ დაფიქრებულხართ, რატომ იშორებენ ერთმანეთის მიყოლებით ესპანეთის ნაკრების მწვრთნელებს? ფსონს დებენ იეროზე, რომელიც, შედეგის მიუხედავად, ფედერაციაში იმუშავებდა. ფიქრობთ, ესპანეთის მეფე ტყუილუბრალოდ ჩამოფრინდა? დამიჯერეთ, არსებობს ინფორმაცია – და დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გამჟღავნდება. ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

ესპანეთი არ თამაშობდა, არამედ იტანჯებოდა. საერთოდ კარის გარეშე თამაშობდნენ, რადგან შეგნებულად კარისთვის ბურთის გადაცილება არ მოჩანს ლამაზად. ამიტომაც აგორავებდნენ ბურთს. მე რა, ფებურთი არ მითამაშია, არ ვიცი, რა არის ეს?! მით უმეტეს, კონკრეტული ინფორმაცია არსებობს. ურუგვაისთან თანხვედრის წერტილები არ გვაქვს, მათთვის ყველაფერი სულ ერთი იყო – ამიტომაც მოგვიგეს.

– გჯერათ, რომ ასეთ რამეში მონაწილეობას მიიღებდნენ ინიესტასა და სერხიო რამოსის დონის ფეხბურთელები?

– თუ ესპანეთის მეფე ღია ტექსტით მიგანიშნებს, რა უნდა უპასუხო? ამიტომაც  ბურთის გორებას დაიწყებენ და ინიციატივას არ გამოიჩენენ.

– ესპანეთს სხვა მენტალიტეტი აქვს – ისინი არ არიან დამოკიდებული ქვეყნის ლიდერის აზრზე.

– კიდევ ერთხელ გიმეორებთ, გინდა დაიჯერეთ, გინდა არა. მაგრამ ჩამოვიდა ესპანეთის მეფე, იყო კონკრეტული შეთანხმება.

– თქვენ მოვლენათა ამ ვერიის გჯერათ თუ იცით?

– მჯერა და არსებობს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისგან, ფეხბუთელებისგანაც კი. მეტს არაფერს ვიტყვი. მინდა ეს არა ჩემგან, არამედ ფეხბურთელებისგან მოდიოდეს. ადრე თუ გვიან ისინი აღიარებენ და იტყვიან სიმართლეს. დრო მოვა და ყველაფერი ცხადად იქნება ნათქვამი.