დანა ვაიტმა საბრძოლო კუნძულის ზუსტი ლოკაცია დაასახელა
დანა ვაიტმა საბრძოლო კუნძულის ზუსტი ლოკაცია დაასახელა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) სპორტის გულშემატკივარს პირველი დაუბრუნდა. რამდენიმე ქარდი ჯერ ჯექსონვილში გაიმართა. ბოლო ღონისძიებებს კი ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზმა უმასპინძლა. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ბრძოლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, კერძო კუნძულზე ჩატარდება. გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, თუ როდის დასახელდებოდა ზუსტი ლოკაცია. ცნობილი ხდება, რომ დიდი ალბათობით, საბრძოლო კუნძულზე პირველი ქარდი 27 ივნისს გაიმართება. ლოკაცია კი არაბეთის გაერთიანებული ემირატებია (აბუ დაბი). ინფორმაციას ამის შესახებ მარსელო რუსიო ავრცელებს.

UFC-იმ აბუ დაბიში ღონისძიება 2019 წლის სექტემბერში გამართა. მთავარი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და დასტინ პორიეს შორის შედგა.

ამერიკული მედია (BLOODY ELBOW) ვარაუდობს, რომ ზუსტი ლოკაცია შესაძლოა იასის კუნძული იყოს, სადაც ორგანიზაციას საშუალება მიეცემა, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ 25 000 ადამიანის თანდასწრებით ჩაატაროს.