დანა ვაიტი ადასტურებს – ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT

14:33, 19.03.2021

უკვე ოფიციალურად – UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა სპორტული კარიერა დაასრულა. ოქტაგონზე დაუმარცხებელი დაღესტნელი გუშინ პრომოუშენის პრეზიდენტ დანა ვაიტს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაიტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხაბიბმა კარიერა დაასრულა.

„29-0. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მან (ხაბიბი) 100%-ით დაასრულა კარიერა. დაუჯერებელი იყო შენი ბრძოლების ყურება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და შეირგე ის, რაც გელის ცხოვრებაში“, – ნათქვამია ვაიტის განცხადებაში.

https://twitter.com/danawhite/status/1372754396673544193

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედობი MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული სპორტსმენია. მან კარიერა დაუმარცხებელმა დაასრულა (29-0). UFC-ში ხაბიბს 13 ბრძოლა აქვს მოგებული. მას დამარცხებული ჰყავს დასტინ პორიე და კონორ მაკგრეგორი. უკანასკნელ დაპირისპირებაში კი ჯასტინ გეიჯის სძლია.

მსგავსი