UFC-ის პრეზიდენტმა ქართველების ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის შესახებ ისაუბრა - ჯერ ეს ბრძოლები დაგეგმილი არაა #1TVSPORT
UFC-ის პრეზიდენტმა ქართველების ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის შესახებ ისაუბრა - ჯერ ეს ბრძოლები დაგეგმილი არაა #1TVSPORT

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას პოტენციური საჩემპიონო ჩხუბების შესახებ ისაუბრა.

ორგანიზაციის კონტენდერთა სერიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვაითმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საჩემპიონო ქამრისთვის არც ილია თოფურიას ბრძოლაა ჩანიშნული და არც მერაბ დვალიშვილის.

უკანასკნელ პერიოდში ამერიკულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქამრისთვის ერთ ღონისძიებაზე ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდებოდა, ხოლო მერაბ დვალიშვილი – შონ ო’მალის.

„ბრძოლები უკვე დაგეგმილია თებერვლის 10 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მარტისა და აპრილის ჩხუბებზე მხოლოდ იდეები გვაქვს და მათი დამუშავების პროცესში ვართ.

რაც შეეხება დვალიშვილსა და თოფურიას, მათი ბრძოლები ჩანიშნული არაა წონის ჩემპიონებთან. ფანებს მადლობას ვუხდი ამ საინტერესო შემოთავაზებისთვის, რაც ქართველების ერთ ღონისძიებაზე გამოსვლას უკავშირდება, მაგრამ ეს დაპირისპირებები შეთანხმებული არაა“, – განაცხადა ვაითმა.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ილია თოფურია ამჟამად მეხუთე ადგილზეა, ხოლო მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში მეორეა.