როგორც გუშინ გახდა ცნობილი დანა ვაიტმა გულშემატკივარს დანაპირები აუსრულა და 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა მაინც შედგება.
აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გადაწყვიტეს, რომ შექმნიილი სიტუაციიდან გამომდინარე აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებული გახადონ და მთელი მსოფლიოს გარშემო სახლებში მყოფ გულშემატკივარს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქონ.
ЕSPN-ის ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 19 აპრილის ქარდს რამდენიმე საინტერესო ბრძოლა დაემატება, მათ შორის მძიმე წონოსნების ფრენსის ნგანუსა და ჯაირზინიო როზენსტრუიკის დაპირისპირება. სხვა ორთაბრძოლები და ღონისძიების ჩატარების ადგილი ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუმცა გუშინ დანა ვაიტმა განაცხადა, რომ მან იცის ლოკაცია და მალე ყველა ამის შესახებ შეიტყობს.