UFC-ის პრეზიდენტმა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა #1TVSPORT
UFC-ის პრეზიდენტმა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა #1TVSPORT

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაასახელა სპორტსმენი, რომელიც, მისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია.

„ხაბიბი? არა, ყველა დროის ყველაზე მაგარი მებრძოლი ჯონ ჯონსია. ამდენი წელი გავიდა და ის ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. არც ხაბიბი დამარცხებულა არასდროს, მაგრამ მისგნ უფრო მეტს ველოდებოდი.

ჯონ ჯონსმა ქვემძიმე წონაში ყველას მოუგო, შემდეგ მძიმე წონაში გადაბარგდა და კვლავ შეუჩერებელია. მან თავის ბოლო ბრძოლაში სირილ განი ისე დაამარცხა, თითქოს ეს უკანაკნელი პირველად ჩხუბობდა“, – განაცხდა დანა უაითმა.