ჭუბერში ძლიერი წვიმაა, მდინარეში წყლის დონემ მოიმატა [ფოტო]
ჭუბერში ძლიერი წვიმაა, მდინარეში წყლის დონემ მოიმატა [ფოტო]

​ჭუბერში მდინარე ნენსკრამ კალაპოტი შეიცვალა და დანგრევის საშიშროება რამდენიმე სახლს ემუქრება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მისი ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში უკვე ძლიერი წვიმაა. მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ იმატა.

ცინდელიანების სახლის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ფაქტის შესახებ უკვე ვუთხარით პრემიერს, რომელმაც განაცხადა, რომ ფრიდონ ცინდელიანის ოჯახს სახლს მთავრობა უყიდის“, – განუცხადა პირველ არხს სოზარ სუბარმა.

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს.