ჭუბერში ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა [ფოტო/ვიდეო]

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს.

სოფელ ჭუბერში უკვე ძლიერი წვიმაა. მდინარეში წყლის დონემ იმატა.

სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი, რათა ჭუბერის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეს.

ადგილზე რჩებიან მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით საკოორდინაციო საბჭოს სპიკერად დაინიშნა და მოსახლეობას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.

ვიდეოს ავტორი – დათო ლორთქიფანიძე