ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ფოთის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ ჩაიტანეს. ჭუბერს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო სექტორის წარმომადგენლები ეხმარებიან.
შემოსულ პროდუქტებს ჭუბერის თემში მცხოვრებ ოჯახებს საგანგებო შტაბის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ურიგებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ჭუბერმა ძალიან დიდი დახმარება მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რაც დაზარალებული მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის პროდუქტს, პირველადი მოხმარების ნივთებს და მედიკამენტებს სხვადასხვა ორგანიზაცია აგზავნის.