ჭუბერსა და ხაიშში ახალი სახერხი საწარმოების მშენებლობა იგეგმება, რომლის 100% წილის მფლობელები ადგილობრივები იქნებიან
ჭუბერსა და ხაიშში ახალი სახერხი საწარმოების მშენებლობა იგეგმება, რომლის 100% წილის მფლობელები ადგილობრივები იქნებიან

ჭუბერსა და ხაიშში ახალი სახერხი საწარმოების მშენებლობა იგეგმება, რომლის 100% წილის მფლობელები ადგილობრივები იქნებიან, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საწარმოებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება უნარჩენო წარმოება მოხდება. ნარჩენებისგან კი ე.წ.ბრიკეტები დამზადდება, რომელიც ხეს ჩაანაცვლებს.

„გვინდა, რომ მომავალ წელს დავამთავროთ პროგრამა რაც გულისახმობს სტანდარტული მაღალი წარმადობის სახერხი საწარმოები მშენებლობას. იმ კუსტარული არალეგალური სახერხი საწარმოების გარეშე, რომლებიც გარდა იმისა, რომ არალეგალურია დაბინძურება იქ არის გაცილებით მაღალი. უნარჩენო წარმოება არ ხდება. გვინდა, გადავიყვანოთ უნარჩენო წარმოებაზე, რომ იქ, სადაც გვაქვს რესურსი ხე ტყის დამუშავების, ის იყოს მაქსიმალურად მომგებიანი. მაქსიმალურად ნარჩენების გარეშე. მათ შორის, სადაც შესაძლებელია ნარჩენებისგან დავამზადოთ ბრიკეტები, რომელიც ჩაანაცვლებს შეშას. ადგილობრივების დასაქმება მოხდება მთლიანად. ამ საწარმოების 100% მეწილეები იქნებიან ადგილივრივები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი