სოზარ სუბარი- ჭუბერში სტიქიის დროს დაზარალებულები კომპენსაციებს უახლოეს მომავალში მიიღებენ
სოზარ სუბარი- ჭუბერში სტიქიის დროს დაზარალებულები კომპენსაციებს უახლოეს მომავალში მიიღებენ

ჭუბერში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულები კომპენსაციებს უახლოეს მომავალში მიიღებენ,  კომისიამ მუშაობა დაასრულა და ზარალის ანაზღაურების სქემა განსახილველად მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავა, – ამის შესახებ დღეს პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ნოემბრის ბოლომდე დამთავრდება.

„მდინარე ჩაჯდება ისეთ კალაპოტში, რომელიც მომავალში საფრთხეს მინიმუმამდე შეამცირებს. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე გამოვა ზარალის ანაზღაურების სქემა. ზარალი დათვლილია ადამიანების უმრავლესობა გაეცნო  და ხელიც მოაწერეს. მთავრობაზე დამტკიცების შემდეგ ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფულადი, ზოგ შემთხვევაში კი, ალტერნატიული მშენებლობა. გააჩნია ვინ რას მოითხოვს”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.