ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამუშაოებში ჩართული არიან შესაბამისი ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურები. ამ ეტაპისთვის ხდება მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრება და პრევენციის ღონისძიებები.

სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრა გუშინ ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ პაპალარას და დევრულას ხიდი დააზიანა, ჭუბერის ცენტრში ორ ადგილას დამბა გახეთქა. დატბორილი იყო სოფლის ცენტრი.