ჭუბერის თემის რამდენიმე ოჯახი ნენსკრაჰესის მშენებლობის გამო ფულად კომპენსაციას ითხოვს
მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის მაშრიჭალის უბანში, ადგილობრივების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ტერიტორია, სადაც ნენსკრაჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საუკუნეების მანძილზე ნარსავიძეებისა და ჩხეტიანების მამული იყო და მათი საკუთრებაა. როგორ აღნიშნული ორი გვარის წარმომადგენლები აცხადებენ, ნენსკრაჰესის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ფულად კომპენსაციას ითხოვენ.
„ვითხოვთ ფულად კომპენსაციას, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, მას არ ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მაშრიჭალაში ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ აწარმოებს.