ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის დიალოგი შესაძლოა, საბოლოოდ ჩაიშალოს
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ სეულთან დიალოგი შესაძლოა, საბოლოოდ ისე ჩაიშალოს, რომ მისი აღდგენა მარტივი არ იქნება. აღნიშნული განცხადება ფხენიანში გაკეთდა.
„ ჩრდილოეთ კორეასა და სამრეთ კორეას შორის ურთიერთობების ბედი , სრულადაა დამოკიდებული სამხრეთ კორეის მთავრობაზე”,- აცხადებენ ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსნები.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან დიალოგი აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიზეზით შეწყვიტა.