სეულში ჰელოუინის დროს ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა
სეულში ჰელოუინის დროს ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის დროს ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 133-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 14 ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის, ირანის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, ვიეტნამის, უზბეკეთის, ნორვეგიის, ყაზახეთის, შრი-ლანკის, ტაილანდის, და ავსტრიის 26 უცხოელი მოქალაქეა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული 154 ადამიანიდან 153-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.