სამხრეთ კორეაში ჰელოუინის დროს, ჭყლეტაში დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა
სამხრეთ კორეაში ჰელოუინის დროს, ჭყლეტაში დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჰელოუინის დროს, ჭყლეტაში დაღუპული ადამიანების რიცხვი 151-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 19 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაშავებულია 80 ადამიანი, მათგან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ახალგაზრდაა.

ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, იონსანის რაიონში მოხდა. ექიმების განცხადებით, ჭყლეტის დროს უჰაერობისა და პანიკის გამო ადამიანებს გული გაუჩერდათ. პოლიციის ინფორმაციით , ჰელოუინის დღესასწაულს 100 000 ადამიანი ესწრებოდა.

სამხრეთ კორეაში ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებული მასობრივი ღონისძიებები კოვიდრეგულაციების გამო, ბოლო სამი წელია, არ გამართულა.