„როიტერი“ - სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
„როიტერი“ - სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც სააგენტო წერს, ჩრდილოეთ კორეამ თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის დედაქალაქში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჩასვლის და სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ჯარების დაგეგმილი სამხედრო წვრთნების წინ, რომელშიც აშშ-ის ავიამზიდი იღებს მონაწილეობას.

„როიტერის“ ცნობით, სამხრეთ კორეის თავდაცვაში განაცხადეს, რომ ეს იყო მოკლე დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც გასროლილ იქნა ფხენიანის პროვინციის ტაეჩონის რეგიონიდან, ადგილობრივი დროით დილის დილის 07:00 საათამდე და იფრინა დაახლოებით 600 კილომეტრი 60 კილომეტრ სიმაღლეზე.

„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულის და საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის გენშტაბის განცხადებაში.

სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა საპასუხო ზომების განსახილველად და დაგმო რაკეტის გაშვება, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევა და გაუმართლებელი პროვოკაცია.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამხრეთ კორეაში აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Ronald Reagan-ი ჩავიდა სამხრეთ კორეის ძალებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 26-29 სექტემბერს გაიმართება. მიმდინარე კვირას სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისსაც ელოდებიან.