იტალიის თავდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან დიალოგის არხები ღია დარჩეს
იტალიის თავდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან დიალოგის არხები ღია დარჩეს

მნიშვნელოვანია, რომ, უკრაინაში ინტერვენციის მიუხედავად, რუსეთთან დიალოგის არხები ღია დარჩეს, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.

„იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაცია შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში და ამ მიზეზით იტალია და საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერენ, დაუჭერენ უკრაინას, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის არხები ასევე დარჩეს ღია“, – ნათქვამია იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

კროსეტო გამოეხმაურა მიმდინარე კვირაში რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ეს მათი პირველი საუბარი იყო 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.

როგორც კროსეტომ აღნიშნა, მტკიცე და კრიტიკული კომუნიკაცია არსებითად მნიშვნელოვანია რუსეთის თავდასხმის შესაჩერებლად და სამართლიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად.