ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდების პოლიგონი დახურა. პროცესს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ Associated Press, CNN, CBS, Russia Today-სა და ჩინეთის მედიასაშუალებათა ჟურნალისტები.
პოლიგონის დახურვის გადაწყვეტილება ფხენიანმა სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს, სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.