ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდების პოლიგონი დახურა

14:51, 24.05.2018

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდების  პოლიგონი დახურა. პროცესს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ Associated Press, CNN, CBS, Russia Today-სა და ჩინეთის მედიასაშუალებათა ჟურნალისტები.

პოლიგონის დახურვის გადაწყვეტილება ფხენიანმა სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს, სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.

მსგავსი