ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დემონსტრანტები სამართალდამცველების მიმართულებით ქვებს და ბოთლებს ისროდნენ. ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა უკვე მერვე დღეა გრძელდება, თუმცა ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო, აქციების მასშტაბები შემცირებულია.
„იუნიონისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბრექსითის“ პირობების და ყველა სახის უსამართლობის წინააღმდეგ გამოსვლები გლოვის დასრულების შემდეგ განახლდება.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამ კიდევ ერთხელ გაამძაფრა დაძაბულობა „იუნიონისტებს“ და რესპუბლიკელებს შორის. ახლა მთავარი საკითხი 1998 წლის შეთანხმების შენარჩუნება და ბრიტანეთი პროვინციას და ირლანდიის რესპუბლიკას შორის სასაზღვრო რეგულაციების გამკაცრების პრევენციაა.
დაძაბულობა ასევე გამოიწვია პარტია „სინ ფეინის“ წევრების დასწრებამ „ირლანდიის რესპუბლიკური არმიის“ ყოფილი ლიდერის დაკრძალვაზე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აღნიშნული პირების დასჯისკენ მოუწოდებენ.