ჩრდილოეთ ირლანდიაში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს
ჩრდილოეთ ირლანდიაში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაცის „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შემთხვევა ბელფასტის გარეუბანში, ნიუთაუნებიში მოხდა. დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პოლიციის განცხადებით, ორსართულიან ავტობუსში ოთხი მამაკაცი ავიდა და მგზავრებს ტრანსპორტის დატოვება მოსთხოვეს, ხოლო შემდეგ მას ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე მთელი ღამისა განმავლობაში მუშაობდა პოლიცია. მათ მოქალაქეებს აღნიშნულ რაიონში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩიეს.

ავტობუსის მფლობელმა კომპანია „ტრანსლინკმა“ მკაცრად დაგმო ინციდენტი. კომპანიის განცხადებით, ავტობუსის მძღოლმა ძლიერი შოკი განიცადა და მას მორალური მხარდაჭერა კოლეგებმა გაუწიეს. ასევე ძლიერი სტრესი განიცადეს ავტობუსის მგზავრებმაც. ინციდენტის გამო, შეშფოთება გამოთქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმაც.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი პირველ ნოემბერსაც მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიაში. ნიღბიანი პირები ავტობუსში შეიჭრნენ და მას ცეცხლი წაუკიდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ბრექსიტით გამოწვეული სავაჭრო პრობლემების გამო მოხდა.