ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანდაცვის სააგენტო ავრცელებს, თუმცა პაციენტის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

უწყების განმარტებით, მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულთან. პაციენტი, იზოლირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.