ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი პარასკევის შეთანხმების მოწინააღმდეგეთა მსვლელობისას ნიღბიანი პირები „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ

23:25, 10.04.2023

ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი პარასკევის ანუ ბელფასტის შეთანხმების მოწინააღმდეგეთა მსვლელობისას ნიღბიანი პირები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა.

ინციდენტი ჩრდილოეთ ირლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

მსგავსი