ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი პარასკევის შეთანხმების მოწინააღმდეგეთა მსვლელობისას ნიღბიანი პირები „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ
ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი პარასკევის ანუ ბელფასტის შეთანხმების მოწინააღმდეგეთა მსვლელობისას ნიღბიანი პირები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა.
ინციდენტი ჩრდილოეთ ირლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა.