ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის სპეციალური ტექნიკა გადაეცა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოთხი ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ასევე საყანე ფართობების დასამუშავებლად ორი სატრაქტორე აგრეგატი იმუშავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, უნდა შეიწამლოს და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები: სოფლები, სიმინდის ფართობები, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ტყისპირა ზოლები, რათა დასახლებულ ტერიტორიებზე ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთოს.
„სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩასატარებლად“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის სპეციალური ტექნიკა ასევე გადაეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც.