ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული გამოწვევა დიდწილად დაძლეულია
ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული გამოწვევა დიდწილად დაძლეულია

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული გამოწვევა დიდწილად დაძლეულია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად სამეგრელოში იმყოფება.

დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით გაწეული სამუშაოები თხილის საწარმო „ჯეო-ნათსში“ შეაჯამა.

„2016 წლიდან რეალურ პრობლემას უკავშირდებოდა აზიური ფაროსანა საქართველოში. ეს იყო წელი, როდესაც პირველად დაფიქსირდა მეცნიერების მიერ აზიური ფაროსანას მავნებლობა საქართველოს დასავლეთ რეგიონებში, ძირითადად, ეს იყო პირველ რიგში სამეგრელოს რეგიონი და სიმბოლურიც არის, როდესაც გარკვეული შედეგების შეჯამებაზე ვსაუბრობთ და პრეზენტაცია გვაქვს სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს, იმ პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ სწორად დაგვეგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. ეს იყო აბსოლუტურად ახალი მავნებელი, რომელსაც ბუნებრივ გარეოში არ ჰყავდა მტერი და მის მოქმედებას ვერაფერი აჩერებდა. შესაბამისად, პირველი წელი იყო საკმაოდ მძიმე. საკმაოდ მძიმე იყო 2017 წელიც, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დავგეგმეთ. გვქონდა მხოლოდ 17 ერთეული სპეციალური ტექნიკა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, მავნებელთან ბრძოლის კუთხით 2017 წელს ძალიან დიდი გამოცდილება იქნა მიღებული.

„ყოველ წელს ვამბობდით, რომ გავაუმჯობესებდით და უკეთესი შედეგი გვექნებოდა თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში და სწორედ ამ თანმიმდევრული პოლიტიკით მივაღწიეთ შედეგს, როდესაც დღეს ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლების მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის კუთხით, არამედ გამოწვევაა მთლიანად ქვეყნისთვის, დიდწილად დაძლეულია და მომავალ წლებში ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევის, აზიური ფაროსანის კონტროლში მოქვევას. სწორედ ამერიკელი მეცნიერების პირველი დღიდან ჩართულობით შევძელით სამოქმედო გეგმის დასახვა. ამავე დროს, მივიღეთ არამხოლოდ ტექნიკური დახმარება ჩვენი მეგობრებისგან, არამედ მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რამდენიმე მილიონიანი დახმარება „იუესაიდისგან“, რათა შეგვექმნა რეალური შესაძლებლობები მცენარეთა დაცვისა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ დღეს 250-ერთეულზე მეტი ერთეული სპეციალური ტექნიკით არის აღჭურვილი მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი, სპეციალური სამუშაო შტაბი, რომელიც მავნებელს ებრძვის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

„ეს არ არის მხოლოდ სამეგრელოს რეგიონი, ეს არის გურია, იმერეთი და აჭარა. ამიტომ მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ჩვენი შესაძლებლობები დღეს და 2017 წელს, აქ არ შეიძლება, არ აღინიშნოს და მადლობა არ გადავუხადო ყველა სხვა დონორს, ევროკავშირს, რომელიც მხარში გვედგა ამ წლების განმავლობაში და სახეწლმწიფოსთან ერთად, მნივნელოვან ინვესტიციებს ახორციელდება შესაძლებლობების შექმნის კუთხით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდი იყო ერთსულოვანი ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მაღალი სახელმწიფო პრიორიტეტულობის მქონე ამოცანა, გვქონდა დიდი მხარდაჭერა პარლმანეტიდან, ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო კომიტეტს. ჩვენ გვამოვყავით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და სამ წელში გარდატეხა შევიატენთ ბრძოლის კუთხით“, -აღნიშნა დავითაშვილმა.