აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სპეციალური ტექნიკა გადაეცა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სპეციალური ტექნიკა გადაეცა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცა, მათ შორის ორი ტრაქტორი.

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს და ტექნიკის გამოყენების ინსტრუქციას გაეცნენ.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იწამლება საცხოვრებელი სახლების სხვენები და დამხმარე ნაგებობი. ამავდროულად, შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები. წელს მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე განხორციელდება, სადაც სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა საჭირო.