პროფესიული ტურის ლიდერმა ჩოგბურთელებმა – შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა და ხორვატმა მარინ ჩილიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე პროგნოზები გააკეთეს.
როჯერ ფედერერი – „მოუთმენლად ველოდები შვეიცარიის პირველ თამაშს. ჩვენს გუნდს შეუძლია მოგება. არ მინდა, რომ გუნდზე ზეწოლა იგრძნობოდეს, მაგრამ ვფიქრობ, წელს შვეიცარიის ნაკრებს შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა“.
დომინიკ ტიმი – „ყველა ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს ვგულშემატკივრობ“.
მარინ ჩილიჩი – „ხორვატია შეიძლება იქცეს ამ ტურნირის ჩრდილოვან ფავორიტად. რთულია მთავარი ფავორიტის დასახელება, მაგრამ მე ფსონს არგენტინაზე ჩამოვალ. გერმანიას ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე“.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიუალდ გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!