მე-3 ადგილისთვის. ბელგია-ინგლისი - მატჩის ანონსი
მე-3 ადგილისთვის. ბელგია-ინგლისი - მატჩის ანონსი

ბელგია-ინგლისი
14 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. სტადიონი “კრესტოვსკი”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: ალირეზა ფაღანი (ირანი)

მესამე ადგილისთვის მატჩის მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობს – დააყენებენ თუ არა მწვრთნელები ძირითად შემადგენლობებს თუ მისცემენ თამაშის საშუალებას უახლოეს რეზერვს.
ბელგიის ნაკრებს უბრუნდება მცველი ტომას მონიე, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა.
ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი რამდენიმე ცვლილებას აპირებს, მაგრამ მოედანზე იქნება რომელუ ლუკაკუ, რომელიც “ოქროს ბუცისთვის” ებრძვის ჰარი კეინს და ორი ბურთით ჩამორჩება მას. ეს მატჩი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საუკეთესო ბომბარდირის პრიზისთვის ბრძოლაში.
ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა გარეტ საუტგეიტმა თითქმის გამორიცხა კირან ტრიპიერის, ჯორდან ჰენდერსონისა და ეშლი იანგის თამაში – ამ ფეხბურთელებს ტრავმები აქვთ.

ბელგიის გზა ჩემპიონატზე

ბელგია-პანამა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

ბელგია-ტუნისი 5:2
გოლები: 1:0 ე. აზარი (6), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45+3), 4:1 ე. აზარი (51), 5:1 ბატშუაი (90), 5:2 ხაზრი (90+3)

ბელგია-ინგლისი 1:0
გოლი: 1:0 იანუზაი (51)

ბელგია-იაპონია 3:2
გოლები: 0:1 ჰარაგუჩი (48), 0:2 ინუი (52), 1:2 ვერტონგენი (69), 2:2 ფელაინი (74), 3:2 შადლი (90+4)

ბელგია-ბრაზილია 2:1
გოლები: 1:0 ფერნანდინიო (13-საკ. კარში), დე ბრუინი (31), 2:1 რენატო აუგუსტო (76)

ბელგია-საფრანგეთი 0:1
გოლი: 0:1 უმტიტი (51)

ინგლისის გზა ჩემპიონატზე
ინგლისი-ტუნისი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (11), 1:1 სასი (35-პენ), 2:1 კეინი (90+1)

ინგლისი-პანამა 6:1
გოლები: 1:0 სტოუნზი (8), 2:0 კეინი (22-პენ), 3:0 ლინგარდი (36), 4:0 სტოუნზი (40), 5:0 კეინი (45+1-პენ), 6:0 კეინი (62), 6:1 ბალოი (78)

ინგლისი-ბელგია 0:1
გოლი: იანუზაი (51)

ინგლისი-კოლუმბია 1:1 პენ. 4:3
გოლები: 1:0 კეინი (57-პენ), 1:1 მინა (90+3)

ინგლისი-შვედეთი 2:0
გოლები: 1:0 მაგუაირი (30), 2:0 ალი (58)

ინგლისი-ხორვატია 1:2 დ.დ.
გოლები: 0:1 ტრიპიერი (5), 1:1 პერიშიჩი (68), 1:2 მანჯუკიჩი (109)

სტატისტიკა

გატანილი გოლები: 14 – 12
გაშვებული გოლები: 6 – 5
დარტყმები: 94 – 81
ზუსტი დარტყმები: 36 (38%) – 20 (25%)
კუთხური: 35 – 34
თამაშგარე: 7 – 15
პასები: 3188 – 3146
პასების სიზუსტე: 87% – 86%
ჯარიმა: 88 – 67
ყვითელი ბარათი: 10 – 6
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები

– ეს გუნდები ამ ჩემპიონატზე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს – ჯგუფურ ეტაპზე ბელგიამ 1:0 მოიგო. მანამდე, ინგლისს 21 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული ბელგიასთან (+15=5-1).

საინტერესო ფაქტები

– ბელგიას ერთადერთხელ აქვს ნათამაშები მესამე ადგილისთვის მატჩი – 1986 წელს, საფრანგეთთან 2:4 წააგო.
– ბელგიას პლეი ოფში 14 მატჩში არ შეუნახავს საკუთარი კარი “მშრალად”, რაც აბსოლუტური ანტი-რეკორდია.
– ბელგიას რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით 26 მატჩში მხოლოდ ორი წაგება აქვს – ესპანეთთან და საფრანგეთთან.
– ბელგიას ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი – 14.
– რომელუ ლუკაკუს რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 23 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ზედიზედ სამი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
– ბელგიამ ამ ჩემპიონატზე ყველა კონტინენტის წარმომადგენლის დამარცხება შეძლო.
– თუ ბელგია დაიკავებს მესამე ადგილს, ეს იქნება მისი საუკეთესო შედეგი ისტორიაში.
– ინგლისს ერთადერთხელ აქვს ნათამაშები მესამე ადგილისთვის მატჩი – 1990 წელს, იტალიასთან 1:2 წააგო.
– ინგლისმა ამ ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა, რაც პირადი რეკორდია.
– ინგლისმა 12 გოლიდან 9 სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა.
– ინგლისს დიდ ტურნირებზე ხუთიდან ოთხი ნახევარფინალი აქვს წაგებული, თან ოთხივე ზედიზედ (1968 წელი, ევროპის ჩემპიონატი – იუგოსლავიასთან, 1990 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი – გერმანიასთან, 1996 წელი, ევროპის ჩემპიონატი – გერმანიასთან, 2018 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი – ხორვატიასთან).
– ინგლისის ნაკრების ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი ამ ჩემპიონატზე.
– მხოლოდ გერმანიასა და იტალიას უთამაშიათ უფრო მეტი დამატებითი დრო (11) მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვიდრე ინგლისს (10).
– ინგლისმა პირველი ორ მატჩში ტუნისთან (8) და პანამასთან (7) 15 ზუსტი დარტყმა შეასრულა, მომდევნო 4 მატჩში – მხოლოდ რვა.
– ჰარი კეინმა ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა, მაგრამ პლეი ოფის სამ მატჩში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა – პენალტი კოლუმბიის წინააღმდეგ.
– ინგლისმა ცხრა გოლი გაიტანა საჯარიმოდან.
– თუ ინგლისი დაიკავებს მესამე ადგილს, ეს იქნება მისი საუკეთესო შედეგი ისტორიაში ინგლისის საზღვრებს გარეთ.
– მესამე ადგილისთვის მატჩში არასოდეს ყოფილა – 0:0.

რა თქვეს მწვრთნელებმა

რობერტო მარტინესი (ბელგია):
„ტაქტიკურად ხვალინდელი თამაში ისეთივე იქნება, როგორც ჯგუფურ ეტაპზე. ვიცით, რის ხარჯზე მიაღწია ინგლისმა ამ წარმატებას. ბელგიის ნაკრების თითოეული გულშემატკივარი იმსახურებს მოგებას ბოლო მატჩში. ბელგიისთვის და ინგლისისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა – ფანტასტიკური შედეგია. მესამე ადგილი უდიდესი მიღწევა იქნება ბელგიის ნაკრებისთვის“.

გარეტ საუტგეიტი (ინგლისი):
„ბოლო დღეები ძალიან რთული აღმოჩნდა. 20 წუთი გვაშორებდა ფინალს. აქ ჩვენ ჩამოვედით დიდი მიზნის მისაღწევად. ნახევარფინალის შემდეგ, ემოციურად გაგვიჭირდა, მაგრამ დაუჯერებელი ფეხბურთელები მყავს. მათ სურთ ტურნირის მაჟორულ ნოტზე დასრულება. ჩვენ ეს ჩვენი ხალხისთვის უნდა გავაკეთოთ. ყველა ფეხბურთელს უნდა მოედანზე გასვლა. შესაძლოა, შემადგენლობა განსხვავებული იყოს. რამდენიმე მოთამაშე თავს კარგად ვერ გრძნობს, ამიტომაც მოსალოდნელია ცვლილება“.

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (4-3-2-1): კურტუა – ვერტონგენი, კომპანი, ალდერვეირელდი – მონიე, დე ბრუინი, ვიტცელი, შადლი – მერტენსი, ე. აზარი – ლუკაკუ.
ინგლისი (3-3-2-2): პიკფორდი – მაგუაირი, სტოუნზი, უოკერი – ალექსანდერ-არნოლდი, დაიერი, როუზი – ალი, ლინგარდი – კეინი, სტერლინგი.