EA Sports-მა მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გამოიცნო
EA Sports-მა მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გამოიცნო

მაისში EA Sports-მა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სატურნირო ბადის სიმულაცია ჩაატარა, რომელშიც გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გამოვიდა.

ეს პროგნოზი გამართლდა – 15 ივლისს, ფინალში საფრანგეთმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა. ეს მეორე ზუსტი წინასწარმეტყველება იყო ფიფა-სგან – 2014 წელს, სიმულატორმა გერმანიის ნაკრების ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა.

გარდა ამისა, EA Sports-მა წარმოადგინა FIFA 2018-სთვის „მსოფლიოს ჩემპიონატის“ სტატისტიკა: სულ ჩატარდა 406 მილიონი მატჩი, რომლებშიც მილიარდზე მეტი გოლი გავიდა: ყველაზე პოპულარული გუნდები იყვნენ – ბრაზილია (170 მილიონი თამაში), საფრანგეთი (153 მილიონი), არგენტინა (81 მილიონი), ბელგია (80 მილიონი) და პორტუგალია (80 მილიონი).

დატოვე კომენტარი