1/2 ფინალი. საფრანგეთი-ბელგია - მატჩის ანონსი

საფრანგეთი-ბელგია
10 ივლისი. სანკტ-პეტერბურგი. სტადიონი “კრესტოვსკი”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: კუნია (ურუგვაი)

პირველ ნახევარფინალს გუნდები განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე ხვდებიან. მაგრამ, თუ საფრანგეთს სრული განაცხადი ეყოლება მატჩისთვის, ბელგიას ერთი პრობლემა მაინც აქვს: ორი ყვითელი ბარათის გამო, მარჯვენა ფრთაზე ტომას მონიე ვერ ითამაშებს და რობერტო მარტინესმა მას შემცვლელი უნდა მოუძებნოს.
ბელგიელთა დამრიგებელმა ბრაზილიასთან მეოთხედფინალში უარი თავის საყვარელ 3-4-2-1 სქემაზე. ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ უფრო ხშირად მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ხოლო კევინ დე ბრუინი “ცრუ ცხრიანი” იყო. ამ ტაქტიკამ გაამართლა და სავარაუდოდ, მას ესპანელი სპეციალისტი საფრანგეთის წინააღმდეგაც გამოიყენებს.

საფრანგეთის ნაკრებში ბლეზ მატუიდიმ მოიხადა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ბრუნდება სასტარტო შემადგენლობაში კორენტენ ტოლისოს ნაცვლად.
ფორვარდი ოლივიე ჟირუ შეინარჩუნებს სასტარტოში ადგილს იმის მიუხედავად, რომ ამ ჩემპიონატზე ჯერ კარში ზუსტად არ დაურტყამს.

საფრანგეთის გზა 1/4 ფინალამდე

საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62-პენ), 2:1 ბეჰიჩი (81-საკ. კარში)

საფრანგეთი-პერუ 1:0
გოლი: 1:0 მბაპე (34)

საფრანგეთი-დანია 0:0

საფრანგეთი-არგენტინა 4:3
გოლები: 1:0 გრიზმანი (13-პენ), 1:1 დი მარია (41), 1:2 მერკადო (48), 2:2 პავარი (57), 3:2 მბაპე (64), 4:2 მბაპე (68), 4:3 აგუერო (90+3)

საფრანგეთი-ურუგვაი 2:0
გოლები: 1:0 ვარანი (40), 2:0 გრიზმანი (61)

ბელგიის გზა 1/4 ფინალამდე

ბელგია-პანამა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

ბელგია-ტუნისი 5:2
გოლები: 1:0 ე. აზარი (6), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45+3), 4:1 ე. აზარი (51), 5:1 ბატშუაი (90), 5:2 ხაზრი (90+3)

ბელგია-ინგლისი 1:0
გოლი: 1:0 იანუზაი (51)

ბელგია-იაპონია 3:2
გოლები: 0:1 ჰარაგუჩი (48), 0:2 ინუი (52), 1:2 ვერტონგენი (69), 2:2 ფელაინი (74), 3:2 შადლი (90+4)

ბელგია-ბრაზილია 2:1
გოლები: 1:0 ფერნანდინიო (13-საკ. კარში), დე ბრუინი (31), 2:1 რენატო აუგუსტო (76)

სტატისტიკა

გატანილი გოლები: 9 – 14
გაშვებული გოლები: 4 – 5
დარტყმები: 56 – 85
ზუსტი დარტყმები: 19 (34%) – 33 (39%)
კუთხური: 15 – 30
თამაშგარე: 1 – 6
პასები: 2431 – 2559
პასების სიზუსტე: 84% – 86%
ჯარიმა: 73 – 72
ყვითელი ბარათი: 8 – 7
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები

​- გუნდები სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს დიდ ტურნირებზე და სამივეჯერ საფრანგეთმა მოიგო, მათ შორის, ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე: 1938 წელს, პირველ ეტაპზე – 3:1 და 1986 წელს, მესამე ადგილისთვის მატჩში – 4:2.
– გარდა ამისა, ფრანგებმა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატზე 5:0 გაანადგურეს ბელგია. იმ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა მიშელ პლატინიმ.
– საფრანგეთის წინააღმდეგ ბოლო სამ ამხანაგურ მატჩში ბელგია დაუმარცხებელია – ერთი მოგება და 2 ფრე. ეს ერთი მოგება 2015 წლის ივნისით თარიღდება. იმ მატჩში მარუან ფელაინიმ დუბლი შეასრულა, ბელგია კი 50-ე წუთისთვის სამი ბურთით იგებდა.
– სულ ეს მეტოქეები 74-ედ ხვდებიან ერთმანეთს: ბელგიას 30 მოგება აქვს, საფრანგეთს – 24, 19 მატჩი ფრედ დასრულდა.

საინტერესო ფაქტები

– საფრანგეთი მეექვსედ თამაშობს ნახევარფინალში. პირველი სამი ნახევარფინალი გუნდმა წააგო (1958, 1982, 1986), მაგრამ ბოლო ორი მოიგო (1998, 2006).
– პენალტების სერიას თუ არ ჩავთვლით, საფრანგეთმა პლეი ოფში ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (+10=2-1). ეს ერთადერთი მარცხი 2014 წელს, გერმანიასთან მეოთხედფინალში იყო.
– ანტუან გრიზმანს დიდ ტურნირებზე პლეი ოფის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
– ბელგია აქამდე ერთადერთხელ იყო ნახევარფინალში – 1986 წელს, 0:2 წააგო მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან. ორივე გოლი დიეგო მარადონამ გაიტანა.
– ბელგიელებს ასევე წაგებული აქვთ ერთადერთი ნახევარფინალი ევროპის ჩემპიონატზე – 1972 წელს, 1:2 გერმანიასთან.
– ბელგიას უთამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალში 1980 წელს, მაგრამ ნახევარფინალი არ მოუგია – ფინალში ჯგუფის მოგებით გავიდა.
– ბელგია 24 მატჩია არ მარცხდება (+19=5-0) და შვიდმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
– ბელგიის ნაკრების 9 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი ამ ჩემპიონატზე.
– რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების ბოლო 13 მატჩში 20 გოლი მიიღო მონაწილეობა – 17 გოლი და 3 პასი.

რა თქვეს მწვრთნელებმა

დიდიე დეშამი (საფრანგეთი):

„ბელგია ფანტასტიკურად სწრაფი გუნდია. მთავარი ამოცანაა – არ ჩამოვრჩეთ მათ სისწრაფეში. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით, როგორც აქამდე ხდებოდა ყველა მოწინააღმდეგის შემთხვევაში“.

რობერტო მარტინესი (ბელგია):

„ჩვენი ნაკრები გუნდურობით არის ძლიერი და არა ინდივიდუალისტებით. ეს არ არის მხოლოდ ნიჭიერი ფეხბურთელების კრებული.
ტიერი ანრის როლი? სამწვრთნელო შტაბი 12 წელი მუშაობდა ერთად. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა საერთაშორისო გამოცდილება და არ ვიცოდით, როგორ მოგვეგო ტიტულები. ტიერი ანრის ეს ყველაფერი აქვს. მან ბიჭებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია გადასცა. ამასთან, ტიერი – შესანიშნავი მწვრთნელიცაა“.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი – პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი – პოგბა, კანტე – მბაპე, გრიზმანი, მატუიდი – ჟირუ.
ბელგია (3-4-3): კურტუა – ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი – შადლი, ფელაინი, ვიტცელი, კარასკო – ლუკაკუ, დე ბრუინი, ე. აზარი.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!