ხორვატია ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომლის საფეხბურთო ნაკრებიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასულა
ხორვატია ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომლის საფეხბურთო ნაკრებიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასულა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ ინგლისი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და თავისი არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად ითამაშებს.

ამ მიღწევასთან ერთად, ხორვატია ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომლის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასულა.

ხორვატიის მოსახლეობა ბოლო აღწერით 4.2 მილიონია. ამ უდიდესი სპორტული ტურნირის ფინალისტებიდან ნაკლები მოსახლეობა მხოლოდ ურუგვაის ჰყავდა.

ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 1930 და 1950 წლებში გავიდა და მაშინ მისი მოსახლეობა (შესაბამისად) 1.9 და 2,2 მილიონი იყო.