ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას ნიშნავს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მოგვიანებით დაზუსტდება, არის თუ არა წაღებული თანხა.