ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში. „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ჯერ მდინარის მოაჯირს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ორი დაშავებული მამაკაცი ქუთაისში გადაიყვანეს. მათ სხვასხვა სახის დაზიანებები აქვთ.

ავარიის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.