ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

15:37, 24.08.2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანწკის მიმდებარედ გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება სახელდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

მსგავსი