ჩილეში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
სანტიაგოში გამართული დემონსტრაციის დროს სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ჩილეში რამდენიმე კვირაა აქციები არ წყდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაზარდა. მიტინგების დროს შეტაკებებს სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქციების გამო ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინერამ მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა განაცხადა, რომ თავად გადადგომას არ აპირებს.