ჩილეში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ავტომობილი დაეჯახა
ჩილეში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ავტომობილი დაეჯახა

ჩილეში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვამ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს.

საერთო ჯამში, ჩილეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის გაძვირების გამო, 6 ოქტომბერს დაწყებულ დემონსტრაციებში 17 ადამიანი დაიღუპა. მათგან ხუთი აქციაზე მობილიზებული შეიარაღებული ძალების ქმედებებს შეეწირა.

მშვიდობიანი დემონსტრაციები სამართალდამცველებთან შეტაკებებში 18 ოქტომბრიდან გადაიზარდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის გამოხატვა უფრო რადიკალური ზომებით, კერძოდ კი, სავაჭრო ცენტრების გადაწვით და მეტროსადგურების, ავტობუსების დაზიანებით დაიწყო. შედეგად, უკვე ოთხი დღეა, ქვეყნის დედაქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

დატოვე კომენტარი