ბენიამინ ნეთანიუაჰუს პარტია „ლიკუდი“ – პარტია „იაშარის“ თავმჯდომარის, გადი ეიზენკოტის აღმაშფოთებელი წაქეზება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და მისი ოფისის წინააღმდეგ შემზარავია
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი პარტიის „ლიკუდის“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლიკუდის“ მთავარი ოპონენტის, პარტია „იაშარის“ თავმჯდომარის, გადი ეიზენკოტის აღმაშფოთებელი წაქეზება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და მისი ოფისის წინააღმდეგ შემზარავია.
ამასთან, „ლიკუდის“ განცხადებით, ეიზენკოტი და მისი კოლეგები ყოველდღე ავრცელებენ პროვოკაციულ განცხადებებს.
„გადი ეიზენკოტის აღმაშფოთებელი წაქეზება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და მისი ოფისის წინააღმდეგ შემზარავია. მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი ერთიანობისთვის ხელს გვიწვდის, ეიზენკოტი და მისი კოლეგები ყოველდღე ავრცელებენ პროვოკაციულ განცხადებებს შხამიანი ენით. ეიზენკოტი ადმინისტრაციის უფროსის, კანონმორჩილი მოქალაქის წინააღმდეგ წაქეზებას ცდილობს, რომელმაც პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ეჭვების შესახებ, როგორც ეს ვალდებული იყო გაეკეთებინა. ეიზენკოტის აღმაშფოთებელი წაქეზების აბსურდულობა ცას სწვდება“,- ნათქვამია „ლიკუდის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, გად ეიზენკოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის არც ერთი ნაწილი არ დარჩენილა დაუზიანებელი, დამახინჯებული ან დამორჩილებული ნეთანიაჰუს პირადი პოლიტიკური გადარჩენის სამსახურში. მისივე თქმით, „არავითარ შემთხვევაში ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობის სათავეში არ უნდა დარჩეს კიდევ ერთი წუთითაც კი“. ამასთან, ეიზენკოტმა ნეთანიაჰუს არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.