ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ფინეთის პრეზიდენტთან უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილა

09:08, 16.11.2026

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილა, სადაც მისი თქმით, ევროპა E5 + ევროკავშირიის ფორმატით იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, მან სტუბს ომის დასასრულებლად გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს საღამოს ალექსანდრე სტუბთან ერთად განვიხილეთ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები. ევროპა მჭიდროდ ჩაერთვება ამ პროცესში E5 + ევროკავშირის ფორმატის მეშვეობით. ამასობაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას. მადლობელი ვარ ფინეთის დაუღალავი ძალისხმევისთვის ამ სასტიკი ომის დასრულების საქმეში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გაფართოებაზე ევროკავშირის გაფართოების ხვალინდელი ფორუმის წინ. შევთანხმდით, რომ უფრო დიდი და ძლიერი კავშირი შექმნის უფრო აყვავებულ და დამოუკიდებელ ევროპას.“- წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, E5 ევროპის ხუთ ქვეყანას: საფრანგეთის, გერმანიას, იტალიას, პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოს მოიცავს.

 

მსგავსი