ჩილეს პრეზიდენტმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი გააუქმა
ჩილეს პრეზიდენტმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი გააუქმა

ჩილეს პრეზიდენტმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი გააუქმა. ამის შესახებ ლათინური ამერიკის პრეზიდენტმა თავად განაცხადა. სებასტიან პინერას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიიღეს.

სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ჩილეს ხელისუფლებამ მთლიანად ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე უნდა იყოს კონცენტრირებული და შიდა სოციალური კონფლიქტის დარეგულირებისთვის ყველაფერი გააკეთოს. სებასტიან პინერამ დასძინა, რომ სამიტის გაუქმება მისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მასშტაბური დემონსტრაციები გასულ კვირას დაიწყო. აქტივისტების ქუჩებში გასვლის მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ფასების მომატება გახდა. მას შემდეგ მანიფესტაციები ჩილეს სხვა ქალაქებშიც იმართება, რაც ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებით სრულდება. ამის გამო, დედაქალაქ სანტიაგოში გარკვეული დროით საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული.

გასულ კვირას კი ჩილეს პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა. აღნიშნული ნაბიჯი პირველმა პირმა ქვეყანაში სოციალური რეფორმების გატარების მიზნით გადადგა.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ჩილეში 13-14 ნოემბერს უნდა გამართულიყო.