ჩილეში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ჩილეში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ჩილეში კომენდანტის საათი გამოცხადდა. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიიღო.

ჩილეში მიმდინარე აქციების დროს, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით ოთხი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 1500 ადამიანი.

ჩილეში ანტისამთავრობო აქციები ოქტომბრის დასაწყისში მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ოქტომბერს ქვეყანაში მეტროთი მგზავრობის საფასური 30 პესოთი (0.04 დოლარი) გაძვირდა.

18 ოქტომბერს აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. 19 ოქტომბერს სანტიაგოს ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ახალი შეთანხმების შემუშავებამდე, ქვეყნის ხელისუფლებამ 19 ოქტომბერს მეტროს ტარიფის ზრდაზე უარი თქვა.

დატოვე კომენტარი