ჩილეში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 649 შემთხვევა აღრიცხეს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
შედეგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 254 416-ს მიაღწია.
პანდემიას ქვეყნის მასშტაბით 4 731 ადამიანი ემსხვერპლა. ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მცირედით უმჯობესდება.